ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„თაღლითი და მშიშარა ადამიანის საქციელია“ - სტრიკლენდისთვის ჰელვანი მავნებელია

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წაართვა, გამარჯვებულმა დამარცხებულს მოუბოდიშა. სტრიკლენდმა ხამზატს საჯაროდ უთხრა, რომ ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რასაც ჩხუბამდე მის მიმართ აკეთებდა, მხოლოდ და მხოლოდ დუღილის ტემპერატურის აწევას ემსახურებოდა. ყოველივე ამის შემდეგ, შონის საქციელი MMA-ს ცნობილმა მიმომხილველმა არიელ ჰელვანიმ გააკრიტიკა და მას ვალში არც საშუალო დივიზიონის ახალი ჩემპიონი დარჩა.

არიელ ჰელვანი

სტრიკლენდის საჯარო ბოდიში? ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი ოდესმე მომისმენია. შონ, შენ სიტყვებს ვეღარ უარყოფ, რადგან შეურაცხყოფა ჩიმაევის დედას მიაყენე. ეს საქციელი მეტყველებს იმაზე, რომ ის ადამიანი საერთოდ არ ხარ, რასაც იბრალებ. საკუთარი თავის მოსიარულე წინააღმდეგობა ხარ. სტრიკლენდი ნამდვილი თაღლითი და მშიშარაა.

შონ სტრიკლენდი

აი, ზუსტად ამიტომ არიელ ჰელვანისთვის ინტერვიუ არასოდეს მიმიცია. ის მავნებელია, რომელსაც არასოდეს ვაფასებდი. როგორცკი გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ რეალურად ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი იყო. მას MMA-ში თავისზე წარმატებული პიროვნებების გაკრიტიკების გარდა არაფერი გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი რამდენიმე დღის წინ კარიერაში პირველად დამარცხდა, რის შემდეგაც ამჟამად UFC-ის ყველა დივიზიონს თუ ავიღებთ, ილია თოფურიას სახით ერთადერთი დაუმარცხებელი ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხამზატს პროხაზკასთან უნდა ეჩხუბა, 21 კილოგრამი დაიკლო“ | ჩიმაევის ძმის კომენტარი
„ხამზატს პროხაზკასთან უნდა ეჩხუბა, 21 კილოგრამი დაიკლო“ | ჩიმაევის ძმის კომენტარი