ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„რატომ ჩამოვართვი ხელი და გავუკეთე ქამარი?“ - ჩიმაევმა ქომაგებს მიმართა

შონ სტრიკლენდთან სატიტულო ბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მარცხიდან სამი დღის შემდეგ, ხამზატ ჩიმაევმა გულშემატკივრებს მიმართა. მან თავისი მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, ასევე ახსნა, თუ რატომ ჩამოართვა ამერიკელს ხელი და რატომ გაუკეთა მას საჩემპიონო ქამარი, მის მიმართ გაჟღერებული შეურაცხყოფების მიუხედავად.

„ყველას მადლობა მხარდაჭერისა და წუხილისთვის. ვიცი, ბევრი თქვენგანი ნერვიულობს, მაგრამ მინდა იცოდეთ – ჩვენ არ ვნებდებით. ვაგრძელებთ ვარჯიშს, ვინარჩუნებთ მოტივაციას და გვინდა ჩვენი ქამრის დაბრუნება. რაც შეეხება იმას, რაც ამ ბიჭმა თქვა - კი, მან ბევრი ისეთი რამ ილაპარაკა, რაც არ უნდა ეთქვა და ხალხი მეკითხება, რატომ ჩამოვართვი მას ხელი და რატომ გავუკეთე ქამარი. ჩვენ წავაგეთ და წაგების შემდეგ მუშტების ქნევას აზრი არ აქვს. გინდა ჩხუბი? მოემზადე და გალიაში იჩხუბე. ჩვენ მოვემზადეთ და ვიბრძოლეთ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო - ჩვენ ჩვენი გეგმები გვქონდა, მაგრამ უზენაესს ყოველთვის საუკეთესო გეგმა აქვს.

ბრძოლის შემდეგ ამ ბიჭმა თავი დახარა და ბოდიში მომიხადა, და ვინ ვართ ჩვენ, რომ არ ვაპატიოთ? მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია აპატიოს ადამიანს, რომელიც ამას სთხოვს, მამაკაცი არ არის“,

– თქვა „ბორზმა“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

აქვე გეტყვით, რომ ჩიმაევი სტრიკლენდთან რევანშს ითხოვს, რის შემდეგაც ქვემძიმე წონაში ასვლას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები