ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„ხამზატს პროხაზკასთან უნდა ეჩხუბა, 21 კილოგრამი დაიკლო“ | ჩიმაევის ძმის კომენტარი

ხამზატ ჩიმაევის ძმამ, არტურ ჩიმაევმა, შონ სტრიკლენდთან გამართულ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც „ბორზმა“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მისი თქმით, ხამზატს ქვემძიმე წონით დივიზიონში ირჟი პროხაზკასთან უნდა ებრძოლა და წონის კლება ძალიან გაუჭირდა.

„წონის კლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. საკითხიც კი დადგა — ჩაგვეშალა ორთაბრძოლა თუ რისკზე წავსულიყავით. როდესაც 1.2 კილოგრამი ჰქონდა დარჩენილი, მისმა ორგანიზმმა მუშაობა შეწყვიტა... ჟანგბადის ნაკლებობა იყო, ორგანიზმი უბრალოდ ისე ვერ მუშაობდა, როგორც საჭირო იყო.

ერთი საათით გაჩერება მოგვიწია, რადგან ორგანიზმი წონის კლების გაგრძელების საშუალებას არ იძლეოდა. ხამზატმა თავად თქვა, რომ ამ მდგომარეობაში არ იცოდა, როგორ იბრძოლებდა. UFC-სთან იყო შეთანხმება, რომ ის ირჟი პროხაზკას (ქვემძიმეში) დაუპირისპირდებოდა. კონტრაქტი უკვე მომზადებული იყო, მაგრამ შემდეგ სთხოვეს, სტრიკლენდთან საშუალო წონაში ებრძოლა.

მანაც მიიღო შეთავაზება და გადაწყვიტა, 105 კგ-დან 84 კგ-მდე დაეკლო. ბრძოლამდე ორი კვირით ადრე 97 კილოგრამს იწონიდა და აწონვის ცერემონიის შემდეგ მხოლოდ 5-6 კილოგრამის აღდგენა მოასწრო.

სტრიკლენდთან რევანში მოვითხოვეთ. ოქტომბერში აბუ-დაბიში ღონისძიება იმართება და გვსურს, რომ ბრძოლა იქ შედგეს. ხამზატი არ არის ადამიანი, რომელიც სხვა წონით კატეგორიაში გადავა და პასუხგაუცემელ კითხვებს დატოვებს. ჩვენ მეორე ბრძოლა გვინდა. ამჟამად სხვა მიზანი არ გვაქვს“.

ცნობისთვის, ჩიმაევმა კარიერაში პირველად წააგო. „ბორზი“ UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, მაგრამ მარცხის შემდეგ მეათეზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტრიკლენდი ახალი წევრია, ჩიმაევი დაქვეითდა | UFC-ის P4P რეიტინგში ცვლილებებია
სტრიკლენდი ახალი წევრია, ჩიმაევი დაქვეითდა | UFC-ის P4P რეიტინგში ცვლილებებია