ილია თოფურია, ჯეიკ პოლი, რონდა როუზი, ჯინა კარანო
Aa
Aa

ჯეიკ პოლი: რონდა რაუზი ილია თოფურიაზე მეტს გამოიმუშავებს

MVP-ის ტურნირზე ჯინა კარანოს წინააღმდეგ ბრძოლაში რონდა როუზი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი ილია თოფურია თავისი ბრძოლებისთვის UFC-ში იღებს.

ამის შესახებ პრომოუტერული კომპანია Most Valuable Promotions-ის თანამფლობელმა, ჯეიკ პოლმა Death Row MMA-ს პოდკასტში ხორხე მასვიდალთან საუბრისას განაცხადა.

„აი, რისი თქმა შემიძლია: ვიცი, რამდენს გამოიმუშავებს რონდა როუზი ამ ტურნირზე და ეს ბევრად მეტია, ვიდრე ილია თოფურია თავის ბრძოლებში იღებს“,

- თქვა პოლმა.

Most Valuable Promotions-ის პირველი ტურნირი შერეულ ორთაბრძოლებში 16 მაისს ლოს-ანჯელესში გაიმართება, ხოლო ილია თოფურია, რომელიც მსუბუქ წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს, 14 ივნისს თეთრ სახლში გასამართ სადღესასწაულო ტურნირს ჩაუდგება სათავეში, რომლის მთავარ მოვლენაშიც დროებითი ტიტულის მფლობელს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები