ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ედი ალვარესი
Aa
Aa

როგორ შეიძლება ილიას დამარცხება | ედი ალვარესის რჩევები ჯასტინ გეიჯის

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ედი ალვარესმა, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ალვარესმა გეიჯის რჩევები მისცა და დაასახელა ის ფაქტორები, რაც მას გამარჯვებაში დაეხმარება.

„ახლახან ვიდეო ვნახე, რომელშიც ალექსანდრე თოფურია ილიას უხსნის, გეიჯი რას აკეთებს და მის დასამარცხებლად რა არის საჭირო. ალექსანდრეს ანალიზი უზუსტესი იყო. გეიჯის ხელებით თავის აქტიურად დაცვა სჩვევია და ილიას წინააღმდეგ ეს არ უნდა გააკეთოს. როდესაც თოფურია გაცვლებში შევა, ჯასტინმა უნდა გარისკოს, მას აჰყვეს და ეცადოს, ნოკაუტი იპოვოს.

ამასთან ერთად, გეიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თოფურიას ფეხზე მუშაობა და კალფ-კიკები (ფეხით განხორციელებული დარტყმები მეტოქის წვივის კუნთის არეში). ილიას კრივი უყვარს და მისთვის წამყვანი ფეხი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გეიჯიმ მოახერხა და დარტყმებით თოფურიას ფეხი დააზიანა, ჩხუბის სცენარი შეიცვლება.

ჯასტინმა ილიას ფეხი უნდა გაანადგუროს. მთელი ბრძოლის განმავლობაში წამყვან ფეხში უნდა ურტყას და თოფურია აიძულოს, დგომი შეიცვალოს. ეს განაპირობებს იმას, რომ ილია თავის ჯებსა და სტრაიკინგს მაღალ დონეზე ვერ გამოიყენებს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბამდე ერთი თვე დარჩა. მათ დაპირისპირებას „თეთრ სახლში“ გასამართ UFC Freedom 250-ზე ვიხილავთ, რომელიც თბილისის დროით 15 ივნისს არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი და საგოლე პასი - მესის შოუ ცინცინატიში
დუბლი და საგოლე პასი - მესის შოუ ცინცინატიში