ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, როდრიგო დე პაული
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - მესის შოუ ცინცინატიში

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამი“ სტუმრად „ცინცინატის“ დაუპირისპირდა - მაყურებლებს შესანიშნავი პერფორმანსი ფლორიდელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ შესთავაზა.

არგენტინელმა „მაიამი“ 24-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა 41-ეზე კევინ დენკიმ პენალტი გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ცინცინატიმ“ მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა მალევე მესიმ როდრიგო დე პაულის პასით ანგარიში გაათანაბრა.

10 წუთში ევანდერმა „ცინცინატი“ ისევ დააწინაურა და ყველაფერი მასპინძელთა გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა 79-ე წუთზე მესის პასით ჯერ მატეო სილვეტიმ გაიტანა, 84-ეზე კი გერმან ბერტერამემ „მაიამი“ წინ გაიყვანა. 89-ე წუთზე ფლორიდელთა მორიგი შეტევა მესიმ დაასრულა, ბურთი ჯერ ძელს, შემდეგ კი „ცინცინატის“ მეკარეს მოხვდა და საბოლოოდ კარში აღმოჩნდა - 5:3.

ამ დროისთვის არგენტინელი ფორვარდი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და „ჩიკაგოს“ ფორვარდს, უგო კუიპერსს ერთი გოლით ჩამორჩება. რაც შეეხება „ინტერ მაიამის“, ფლორიდელები 25 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე პოზიციაზე არიან - მათზე წინ 27 ქულით „ნეშვილია“, რომელსაც ასევე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
971-ე გოლი კარიერაში | კრიშტიანუ რონალდუმ ალ-შაბაბს გაუტანა
971-ე გოლი კარიერაში | კრიშტიანუ რონალდუმ ალ-შაბაბს გაუტანა