მესიმ რონალდუსთან კონკურენცია გაიხსენა - „ეს მეტოქეობის ლამაზი ისტორია იყო“
არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა, ლეო მესიმ არგენტინელ ჟურნალისტ ხოაკინ ალვარესთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციის წლები გაიხსენა.
ლეო მესი:
„ეს სპორტული მეტოქეობის ლამაზი ისტორია იყო. საფეხბურთო სამყაროსთვის ეს ჩვეულებრივი რამაა - მე „ბარსელონაში“ ვიყავი, კრიშტიანუ „რეალში“ - ჩვენ კოლექტიურ და ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერში ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, ამიტომ ხალხი ყოველთვის ერთმანეთს გვადარებდა.
თუმცა ჩვენ ყოველთვის კარგი და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვქონდა. ეს ყველაფერი არასოდეს გასცდენია სპორტის საზღვრებს და არ გადასულა პიროვნულ დონეზე.
ერთმანეთს იშვიათად ვხვდებოდით, თუ არ ჩავთვლით მატჩებს ან დაჯილდოების ცერემონიებს, და ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ახლა ჩვენს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა, მაგრამ ის, რაც მოხდა, სპორტული მეტოქეობის ლამაზი ისტორია იყო“.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „რეალში“ 2009–2018 წლებში თამაშობდა, მესი კი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2004–2021 წლებში იცავდა.