ილია თოფურია, ნეით დიაზი
Aa
Aa

„სიმაღლეში 120 სანტიმეტრია“ | ნეით დიაზმა ილია თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ნეით დიაზმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. დიაზმა არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა და ცნობილმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რა აზრისაა „ელ მატადორზე“.

„ილიაც პატარა ძუ*ნაა და მასზე უკეთესი ბრძოლები მქონია. თოფურიამ თქვა, რომ არაფრად ვვარგივარ. ილია, შენ არ ვარგიხარ არაფრად. ჯეიკ პოლთან კრივში წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ ჩემზე ბევრ სისულელეს ამბობდა.

ეს ტიპი სულელია, რადგან ყოველთვის საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანივით ლაპარაკობს. ილია, წარმოდგენა არ გაქვს, რას ამბობ. სიმაღლეში 120 სანტიმეტრი ხარ და ჩემზე კიდევ რამეს თუ იტყვი, მაგრად გცემ. ახლა დადგა დრო, როდესაც გარშემო უამრავი ძუ*კნა დადის და საჭიროა, მათ სახეში მაგრად მოარტყა“.

ცნობისთვის, ნეით დიაზს კარიერაში გამართული 34 ორთაბრძოლიდან 21 მოგებული აქვს. ამერიკელი მებრძოლი ოქტაგონს უბრუნდება და თბილისის დროით 17 მაისს, MVP MMA 1-ზე, მაიკ პერის წინააღმდეგ იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი შეჩერების ერთადერთი გზა ჯარიმის აღებაა“ | სემ ელერდაისმა კვარა გამოარჩია
„მისი შეჩერების ერთადერთი გზა ჯარიმის აღებაა“ | სემ ელერდაისმა კვარა გამოარჩია