ხვიჩა კვარაცხელია, სემ ელერდაისი
Aa
Aa

„მისი შეჩერების ერთადერთი გზა ჯარიმის აღებაა“ | სემ ელერდაისმა კვარა გამოარჩია

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა, ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. „დიდმა სემმა“ „კვარაზე“ No Tippy Tappy Football-ის პოდკასტში ისაუბრა და გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქართველ გარემარბს „არსენალი“ აკვირდება.

„ვფიქრობ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესო სამეულში შედის. ჩემპიონთა ლიგაზე მისი ასპარეზობა მინახავს და ნამდვილად არ ვისურვებდი განაპირა მცველობასა და მის წინააღმდეგ თამაშს.

ვგულისხმობ იმას, რომ მას მხოლოდ გოლები არ გააქვს, საგოლე მომენტებსაც ქმნის. თუ ის ბურთით შენკენ წამოვიდა, მისი შეჩერების ერთადერთი გზა თამაშის წესების დარღვევა და მის წინააღმდეგ ჯარიმის აღებაა“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში 26 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე 15-ჯერ იასპარეზა და 10 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას გადაწყვეტს ლოჩოშვილი | კლოზე შეთავაზებებს ელოდება
რას გადაწყვეტს ლოჩოშვილი | კლოზე შეთავაზებებს ელოდება