ლუკა ლოჩოშვილი, მიროსლავ კლოზე
Aa
Aa

რას გადაწყვეტს ლოჩოშვილი | კლოზე შეთავაზებებს ელოდება

ნიურნბერგის მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზე აღიარებს, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ (განსაკუთრებით ლოჩოშვილის და სხვების კარგი თამაშის ფონზე) კლუბს გაუჭირდება ლიდერების შენარჩუნება და მზად არიან განიხილონ ისეთი შეთავაზებები, რომლებიც მათ ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ლუკა ლოჩოშვილი, ადამ მარხიევი თუ მოჰამედ ალი ზომა – ნიურნბერგის იმ მოთამაშეთა სია, რომლებმაც მიმდინარე სეზონში კარგი თამაშით ყურადღება მიიპყრეს, კიდევ უფრო ვრცელია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება, თუ ამ ზაფხულს კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი კვლავ მოექცევა სხვა გუნდების ინტერესის სფეროში. მიროსლავ კლოზე სეზონის დასრულების შემდეგ თავისი შეგირდების მიმართ შეთავაზებებს ელოდება, რაც მან შალკესთან გამარჯვების (3:0) შემდეგაც დაადასტურა: „დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იქნება“.

მწვრთნელი თვალს არ ხუჭავს იმ რეალობაზე, რომ სასტარტო შემადგენლობი ყველა მოთამაშის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება: „ასეთ შემთხვევაში, მოგვიწევს მოლაპარაკებების დაწყება და ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრა, ისევე როგორც ეს გასულ წელს გავაკეთეთ“.

გასულ კვირაში, გერმანული Club Fokus-მა Kicker-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლუკა ლოჩოშვილის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბი იჩენენ: „გადახდისუნარიანი მსურველები ნამდვილად არსებობენ. ჟურნალ Kicker-ის ხუთშაბათის ნომრის მიხედვით, ამ ძლიერი მცველით განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ, თუმცა, ვინაიდან მას კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს, ნიურნბერგს თეორიულად ყველა კარტი ხელში უჭირავს, რომ სოლიდური სატრანსფერო თანხა მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი არ არის ჩადებული''.

27 წლის ლოჩოშვილი ნიურნბერგს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იტალიური კრემონეზედან შეუერთდა. ბუნდესლიგა 2-ის 33 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ასევე, 32-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 31-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს. მის აქტივში 5 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იმესაშვილის და ღუნაშვილის ბრწყინვალე გოლები | 15-წლამდე ნაკრები პენალტებში დამარცხდა
იმესაშვილის და ღუნაშვილის ბრწყინვალე გოლები | 15-წლამდე ნაკრები პენალტებში დამარცხდა