ჩილაჩავას 204 მატჩი - გორგოძეს და ზირაქაშვილს ჩამორჩება
ლევან ჩილაჩავა როგორც ქართული, ასევე ფრანგული რაგბის ისტორიაში შევიდა - 34 წლის შერკინების მოთამაშე გახდა რიგით მესამე ქართველი, რომელმაც TOP 14-ში მინიმუმ 200 მატჩი ჩაატარა. ჩილაჩავას ანგარიშზე ამჟამად 204 თამაშია და მხოლოდ დავით ზირაქაშვილს და მამუკა გორგოძეს ჩამორჩება. ზირაქაშვილს მთელი ფრანგული კარიერა „კლერმონში“ აქვს გატარებული და 90 ქულას მოუყარა თავი, ხოლო გორგოძემ „მონპელიეში“ - 135, „ტულონში“ კი 85 ქულა ჩაიწერა აქტივში. თუმცა, მამუკას და დავითის ჩატარებული შეხვედრების ზუსტ რაოდენობაზე სხვადასხვა ვებ-გვერდებზე სხვადასხვა მონაცემებია, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მინიმუმ 220 მატჩი როგორც ერთის, ასევე მეორის ანგარიშზეა, რის გამოც ამაზე დეტალურ ინფორმაციას ვერ გაწვდით.
წლევანდელ სეზონში ჩილაჩავას შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა და 9 მატჩი ჩაატარა და აქედან სასტარტოში მხოლოდ 2-ჯერ იყო. ლევანის ფრანგული კარიერა 2011 წელს „ტულონში“ ასპარეზობით დაიწყო, რომლის ღირსებასაც 2018 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც კარიერის „მონპელიეში“ გაგრძელება გადაწყვიტა და ლანგედოკურ კლუბში გატარებული სამწლიანი პერიოდის შემდეგ, „კასტრში“ გადავიდა, რომლის ღირსებასაც ამ დრომდე იცავს.
ცნობისათვის, ლევან ჩილაჩავას ანგარიშზე საფრანგეთის TOP 14-ში ასპარეზობის 15-წლიან პერიოდში 204 მატჩში 60 ქულაა.