„სწორედ ამიტომ“ - დეშამმა კამავინგას სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
დიდიე დეშამმა რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა სია დაასახელა. 26-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშე არ არის, რომლებზეც პრესას კითხვები გაუჩნდა.
დეშამმა ახსნა, თუ რატომ არ წავლენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა შევალიე („პსჟ“) და ედუარდო კამავინგა („რეალი“).
„კამავინგა რთულ სეზონს ასრულებს, რომელშიც ტრავმების გამო ცოტა ითამაშა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. მე არჩევანის გაკეთება მიწევს, შემადგენლობის სტრუქტურა უნდა ჩამოვაყალიბო. მაგრამ წარმომიდგენია, როგორი იმედგაცრუებულია ის ამ საღამოს.
მესამე მეკარეს განსაკუთრებული როლი ენიჭება. შევალიე, რომელიც ჩვენთან ერთად უკვე გარკვეული დროა იმყოფება, ალბათ იმედგაცრუებულია. მას უკვე რამდენიმე თვეა არ უთამაშია. რისერი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ეს არის ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც დიდი ენთუზიაზმით მოდის და ეს მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია“,
- განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.