ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ“ - ზურიკო როდეზთან მატჩის წინ

ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეიოფის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს „სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა უპასუხა.

ზურიკო დავითაშვილი:

„ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, თუმცა, ეს მხოლოდ ინდივიდუალური ჯილდოა. გუნდის ინტერესებზე ვარ ფოკუსირებული, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ბოლო 3 კვირა ჩემთვის რთული გამოდგა, თუმცა ხვალ 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ.

გუნდის თავდაჯერებულობისთვის „ამიენთან“ მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი მზადაა, ხვალ ბოლომდე დაიხარჯოს. „როდეზს“ კარგად ვიცნობთ. სამწუხაროა, რომ ლიგა 1-ის პირდაპირი საგზური ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ახლა ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „სენტ-ეტიენმა“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეიოფში ითამაშებს. ხვალ ზურიკო დავითაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე „როდეზს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონი და იუვენტუსი? მხოლოდ ის ვიცი, რაც პრესაში იწერება“ - სლოტი
„ალისონი და იუვენტუსი? მხოლოდ ის ვიცი, რაც პრესაში იწერება“ - სლოტი