თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ბარსელონამ გრანადას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბარსელონა გრანდას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 101:98 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი და 49 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 10 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორი 3-ქულიანიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა. 8 ორქულიანიდან 5 ჩააგდო და ერთი საჯარიმო ტყორცნა არაზუსტად შეასრულა.

5 მოხსნიდან 1 საკუთარ ფარზე შეასრულა, ოთხი კი მეტოქის. ჯამში შენგელიამ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ბარსელონა სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, კატალონიური კლუბი შერმადინის ლაგუნა ტენერიფეს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიტჩელის ისტორიული ტაიმი | კლივლენდის 25:0 გაქცევა და გამარჯვება დეტროიტთან
მიტჩელის ისტორიული ტაიმი | კლივლენდის 25:0 გაქცევა და გამარჯვება დეტროიტთან