დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი
Aa
Aa

მატჩი ანგოლასთან | საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლატვიაში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ამხანაგური შეხვედრა გამართა და დახურულ კარს მიღმა ანგოლას დაუპირისპირდა.

ანგოლა აფრიკის მოქმედი ჩემპიონია და საქართველოს ნაკრები 62:77 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებში 15-15 ქულით ბომბარდირობა დუდა სანაძემ და გიორგი ტურძილაძემ გაიყვეს

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გოგა ბითაძეს და ბექა ბურჯანაძეს. ისინი საქართველოს ნაკრებს მომდევნო ამხანაგურ მატჩში დაეხმარებიან, რომელიც 28 ივნისს, ლატვიასთან გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში უკრაინასთან და ესპანეთთან გასამართი მატჩები ელოდება. 2 ივლისს, ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება და სტუმრად ითამაშებს, ხოლო 5-ში ესპანეთს საშინაო მოედანზე მივიღებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი ვერ დაბრუნდება, როგორიც იყო“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
„ისეთი ვერ დაბრუნდება, როგორიც იყო“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა