ლოს ანჯელეს ლეიკერსი, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

ჩემპიონი შეუჩერებელია - ოკლაჰომამ ლეიკერსს 4:0 მოუგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდში „ოკლაჰომა სიტი თანდერმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მეოთხე თამაშიც მოუგო და კონფერენციის ფინალში გავიდა.

პირველი მეოთხედი „ლეიკერსმა“ 5 ქულით მოიგო, თუმცა დიდ შესვენებაზე გუნდები უკვე მოქმედი ჩემპიონის 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედში კვლავ „ლოს-ანჯელესი“ დაწინაურდა, მატჩის ბოლოს 110:109 იგებდა, თუმცა ოსტინ რივზის გადამწყვეტი სამქულიანი არაზუსტი გამოდგა, რის შემდეგაც „ოკლაჰომამ“ 115:110 გაიმარჯვა.

„ლეიკერსს“ 27 ქულით რივზმა ულიდერა, რუი ჰაჩიმურას 25 ქულა ჰქონდა, ლებრონ ჯეიმსმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა (24 ქულა, 12 მოხსნა). რაც შეეხება „ოკლაჰომას“, 35 ქულით, 1 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაასრულა მატჩი შეი გილჯეს-ალექსანდერმა, აჯაი მიტჩელს კი 28 ქულა დაუგროვდა.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ოკლაჰომა“ „მინესოტასა“ და „სან ანტონიოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვემბიმ რიდს იდაყვი ჩაარტყა და გააძევეს | მინესოტამ სან ანტონიოსთან გაათანაბრა
    ვემბიმ რიდს იდაყვი ჩაარტყა და გააძევეს | მინესოტამ სან ანტონიოსთან გაათანაბრა