ატლანტა იუნაიტედს ტოვებს | საბა ლობჟანიძის ახალი გუნდი ცნობილია
საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედს“ ტოვებს. The Athletic-ისა და CBS Sports-ის ჟურნალისტის, ტომ ბოგერტის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „რეალ სოლტ ლეიკში“ ითამაშებს.
გარიგების მიხედვით, „ატლანტა“ საერთო განაწილების თანხის (GAM) სახით 625 000 დოლარს მიიღებს, რასაც ბონუსებით კიდევ 100 000 დოლარი დაემატება. ამასთანავე, ლობჟანიძის ანაზღაურების ნაწილს ისევ „იუნაიტედი“ დაფარავს, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხა ჯორჯიელთა სახელფასო ჭერზე აისახება.
„რეალ სოლტ ლეიკი“ დასავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს და 14 ტურის შემდეგ 26 ქულით მესამე ადგილს იკავებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ამერიკელი სპეციალისტი პაბლო მასტროენია. Transfermarkt-ის მიხედვით, გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი დიეგო ლუნაა (8 მილიონი ევრო), მის შემდეგ კი მარჯვენა გარემარბი გოზო ზავიერი მოდის.
ცნობისთვის, MLS-ის მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ მონაწილეობა 13 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 2 გოლია.