გოგა ბითაძე, ალექსანდარ ჯიკიჩი, მარკის რიდი
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი ლატვიასთან | საქართველოს ნაკრებმა 10 ქულით მოიგო

საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი რიგაში იმყოფება და ლატვიის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა — 87:77.

მატჩი საქართველოს ნაკრების კარნახით დაიწყო. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველი მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქეზე 12-ით მეტი ქულა ჩააგდო — 29:17. მეორე მეოთხედში ჩვენი უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთები ლატვიელებმა უკეთესად ჩაატარეს და ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანეს — 47:39.

მესამე მეოთხედის პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც 14 ქულით დავწინაურდით. ლატვიელები 7:0 გაიქცნენ, მაგრამ გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩვენი უპირატესობა 9 ქულა გახლდათ — 65:56.

ლატვიის ნაკრებმა ბოლო პერიოდი შესანიშნავად დაიწყო და 8:0 გაქცევის შემდეგ ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა. ბალტიისპირელები წინაც გავიდნენ და ზედიზედ 13 ქულა ჩააგდეს — 65:69, რაზეც კარგი რეაქცია გვქონდა და 4 ქულით დავწინაურდით — 75:71. დარჩენილ დროში მეტოქეს მოახლოების საშუალება არ მივეცით და საბოლოოდ, 10 ქულით, 87:77 მოვიგეთ.

საქართველო: რიდი (23ქ, 6მ, 8პ), ბურჯანაძე (11ქ), სანაძე (12ქ, 4პ), ბითაძე (18ქ, 8მ, 4პ), ოჩხიკიძე (7ქ), მერკვილაძე (6ქ), ანდრონიკაშვილი (11ქ), ჯინჭარაძე, კობახიძე, ტურძილაძე, ფევაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივლისს, უკრაინას სწორედ რიგაში დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ესპანეთს შევხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთი მუნდიალის მთავარი ფავორიტია | Opta-ს რეიტინგში პორტუგალია ტოპ 5-შიც არაა
საფრანგეთი მუნდიალის მთავარი ფავორიტია | Opta-ს რეიტინგში პორტუგალია ტოპ 5-შიც არაა