კრიშტიანუ რონალდუ, მესი
Aa
Aa

საფრანგეთი მუნდიალის მთავარი ფავორიტია | Opta-ს რეიტინგში პორტუგალია ტოპ 5-შიც არაა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა. გადამწყვეტი ეტაპის დაწყებამდე ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა პლატფორმამ, Opta-მ, საკუთარი სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებული სიმულაციების შედეგები გამოაქვეყნა და მუნდიალის ფავორიტები დაასახელა.

Opta-ს მიხედვით, ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს აქვს — 18.7%. მეორე ადგილზე მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული, არგენტინა იმყოფება — 16.3%, მესამეზე კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთია — 13.5%.

საფრანგეთი, არგენტინა და ესპანეთი ის ნაკრებები არიან, რომლებსაც ჩემპიონობის 10 პროცენტზე მაღალი შანსი აქვთ. მეოთხე ადგილზე მყოფი ინგლისის ტრიუმფის ალბათობა 9.7 პროცენტით ფასდება, ხოლო ბრაზილიის შანსი 6.5 პროცენტია.

რონალდ კუმანის ნიდერლანდების ნაკრები მეექვსე პოზიციას იკავებს — 5.1%, კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალია კი მეშვიდეზე არიან — 4.7%. „სელესაოს“ შემდეგ გერმანია (4.4%), კოლომბია (3.2%) და ნორვეგია (3%) მოდიან.

საინტერესოა, რომ ბელგიის ნაკრები მე-15 პოზიციაზე იმყოფება და Opta-ს მიხედვით, ტურნირის მოგების 1.6-პროცენტიანი შანსი აქვს. „წითელი ეშმაკები“, ზემოთ ხსენებული გუნდების გარდა, აშშ-ს (2.5%), შვეიცარიას (2.2%), მექსიკასა (1.8%) და მაროკოს (1.6%) ჩამორჩებიან.

მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენილი ნაკრებებიდან მხოლოდ სამია ისეთი, რომლებსაც, Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ტრიუმფის შანსი არ აქვთ — სამხრეთ აფრიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კაბო-ვერდე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თრილერი, რომელმაც ირანი დააზარალა - ალჟირი და ავსტრია ბრძოლას განაგრძობენ
თრილერი, რომელმაც ირანი დააზარალა - ალჟირი და ავსტრია ბრძოლას განაგრძობენ