მარკო არნაუტოვიჩი, რიად მაჰრეზი, მარსელ ზაბიცერი, დავიდ ალაბა
Aa
Aa

თრილერი, რომელმაც ირანი დააზარალა - ალჟირი და ავსტრია ბრძოლას განაგრძობენ

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი საოცარი მატჩით დასრულდა - ალჟირი-ავსტრიის შეხვედრაში ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო და მაშინ როდესაც ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა და არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში 2:2 ფიქსირდებოდა, ალჟირელები აფეთქდნენ და მათმა კაპიტანმა რიად მაჰრეზმმა 93-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. მოვლენათა ასეთი განვითარებით, აფრიკელები მეორე ადგილით გადიოდნენ 1/16-ფინალში, ხოლო 3-ქულიანი ავსტრიის ნაცვლად მესამეადგილოსნების რეიტინგში ადგილს ირანი იკავებდა. თუმცა, მინდორზე 95-ე წუთზე გამოსულმა საშა კალაიძიჩმა 96-ეზე თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და ავსტრიელები მეორე ადგილზე დააბრუნა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მაყურებელმა ნამდვილად სანახაობრივი და უშეღავათო დაპირისპირება იხილა. კანზასში გამართულ მატჩში ავსტრიელები 28-ე წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა დააწინაურა, რომელსაც ასისტენტობა დავიდ ალაბამ გაუწია. პირველი ტაიმის ბოლოს წონასწორობა რაფიკ ბელგალიმ აღადგინა. მართალია, 55-ე წუთზე ევროპელები კონრად ლაიმერისა და მარსელ ზაბიცერის კომბინაციით ისევ წინ გავიდნენ, თუმცა ზუსტად ხუთ წუთში რიად მაჰრეზმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა. 2:2-ზე კომპენსირებულ დროში რა ამბებიც დატრიალდა კი, ამაზე ზემოთ უკვე მოგიყევით.

ცნობისათვის, ავსტრიის ნაკრების ნაკრები ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იქნება, ხოლო ალჟირელები მერვედფინალის საგზურის მოპოვებას შვეიცარიასთან დაპირისპირებაში შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოლუმბია უკეთესი იყო - უგოლო ფრე და 1/4-ფინალში რონალდუ VS მესი გამოირიცხა
კოლუმბია უკეთესი იყო - უგოლო ფრე და 1/4-ფინალში რონალდუ VS მესი გამოირიცხა