მორიგი აფრიკული სასწაული მუნდიალზე - კონგო პლეი ოფში გავიდა
Aa
Aa

მორიგი აფრიკული სასწაული მუნდიალზე - კონგო პლეი ოფში გავიდა

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მარტივი ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი - უზბეკეთის ეროვნული გუნდი უნდა დაემარცხებინა, რაც 49 წლის ფრანგი სპეციალისტის სებასტიან დესაბრის მომზადებულმა აფრიკელებმა შეასრულეს, 3:1 გაიმარჯვეს და ისტორიაში პირველად მუნდიალის პლეი ოფში გავიდნენ.

თავდაპირველად კონგოელებისთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო, რადგან მე-10 წუთზე აკმალ მოზგოვოის ქუსლით პასის შემდეგ ელდორ შომუროდოვმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. თითქოს აზიელები მწყობრად თამაშობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სრულიად სახეცვლილი აფრიკელები ვიხილეთ, რომელთაც უზბეკების კარში სამი ბურთი გაიტანეს. მათ რიგებში კი საუკეთესო იოანე ვისა გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა. ერთი ბურთი კი, ცვლილებაზე შესული ფისტონ მაიელეს ანგარიშზეა.

ამრიგად კონგომ ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა და ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით, მესამეადგილოსნების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მეთექვსმეტედფინალში აფრიკელები ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან და თამაში 1 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„41 წლის ასაკში ასეთი ვნება? გიჟი უნდა იყო, რომ ის გააკრიტიკო“ - ტერი რონალდუზე
„41 წლის ასაკში ასეთი ვნება? გიჟი უნდა იყო, რომ ის გააკრიტიკო“ - ტერი რონალდუზე