გაიგო და გადადგა - შოტლანდიამ შანსი დაკარგა
Aa
Aa

გაიგო და გადადგა - შოტლანდიამ შანსი დაკარგა

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობის მთავარი პლუსი ალბათ ის გახლავთ, რომ ბოლო ტურის მიმდინარეობისას, მესამე ადგილზე გასული გუნდები რაღაც მომენტამდე პლეი ოფში გასვლის იმედს ინარჩუნებენ. ასე იყვნენ შოტლანდიელები ბრაზილიასთან (0:3) განცდილი მარცხის მიუხედავად, თუმცა დღეს, მას შემდეგ როდესაც ხორვატებმა განელები დაამარცხეს და 4-ქულიანი აფრიკელებიც მესამეადგილოსნებს შეუერთდნენ, ოფიციალურად გაირკვა, რომ 3-ქულიანი სქოთები მეთექვსმეტედფინალის მიღმა დარჩნენ.

მუნდიალის წარუმატებლად დასრულებას სტივ კლარკის მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა - როგორცკი გაირკვა, რომ შოტლანდიის ნაკრებმა მომდევნო რაუნდში გასვლის შანსი დაკარგა, მთავარმა მწვრთნელმა წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კლარკი შოტლანდიელებს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და მისი მუშაობის პერიოდში ნაკრებმა ჩატარებული 81 მატჩიდან 36 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 29 წააგო.

ცნობისათვის, შოტლანდიის ნაკრებმა C ჯგუფში ჰაიტელები 1:0 დაამარცხა, ხოლო მაროკოსთან (0:1) და ბრაზილიასთან (0:3) დამარცხდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, პლეი ოფის საგზურის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისმა პანამა დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
ინგლისმა პანამა დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა