ტორონტო რეპტორსი, კავაი ლეონარდი
Aa
Aa

ყოფილ გუნდში ბრუნდება - კავაი ლეონარდმა კლიპერსი დატოვა

კავაი ლეონარდი „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დატოვებს და „ტორონტო რეპტორსში“ დაბრუნდება. ამის შესახებ ESPN-ის ავტორიტეტული ინსაიდერი, შემს ჩარანია იტყობინება.

კანადელები კავაის სანაცვლოდ „კლიპერსში“ ბრენდონ ინგრემსა და გრეიდი დიქს გაუშვებენ. გარდა ამისა, კალიფორნიული კლუბი 2031 და 2033 წლების პირველი რაუნდის პიკებს, 2027 წლის მეორე რაუნდის ორ პიკს და პირველი რაუნდის პიკების გაცვლის უფლებასაც მიიღებს.

ამგვარად, ორგზის ჩემპიონი და ფინალების ორგზის MVP ისევ „ტორონტოში“ ითამაშებს, სადაც 2018-2019 წლებში ასპარეზობდა. სწორედ ლეონარდის ლიდერობით მოიგეს კანადელებმა თავიანთ ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონობა.

აქვე გეტყვით, რომ კავაი ლეონარდს „კლიპერსთან“ კონტრაქტი მომავალ წელს ეწურებოდა და გუნდში დარჩენის შემთხვევაში 35 წლის კალათბურთელი ხელფასის სახით 50 მილიონ დოლარს მიიღებდა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში კავაი „კლიპერსში“ საშუალოდ 27.9 ქულას, 6.4 მოხსნას, 3.6 შედეგიან გადაცემას და 1.9 ჩაჭრას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი გაცვლა NBA-ში | ჯა მორანტი პორტლენდში ითამაშებს
დიდი გაცვლა NBA-ში | ჯა მორანტი პორტლენდში ითამაშებს