სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

პრაქტიკულად გადაწყვეტილია | სანდრო მამუკელაშვილი ლეიკერსში ითამაშებს

სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდა და „ტორონტო რეპტორსი“ დატოვა. მარკ შტაინის, ბრაიან უინდჰორსტისა და ჯეიკ ფიშერის ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს და კლუბს კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა უკვე უთხრა.

„არსებობს მოლოდინი, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ სანდრო მამუკელაშვილისა და ქუენთინ გრაიმსისგან თანხმობას მიიღებს და მათთან კონტრაქტს გააფორმებს“, — წერს შტაინი.

„NBA-ის გუნდები თავისუფალი აგენტების ბაზარზე ისე მოქმედებენ, რომ მამუსა და გრაიმსის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია“, — აცხადებს ფიშერი.

ცნობისთვის, „ლეიკერსში“ დიდი ცვლილებებია — გუნდი ლებრონ ჯეიმსმა და რუი ჰაჩიმურამ დატოვეს. ლოს-ანჯელესელთა მთავარი სამიზნე უოკერ კესლერი გახლავთ, რომელიც 24 წლის ცენტრია. კესლერი „იუტა ჯაზში“ თამაშობდა და შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტია, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო სიტყვა „იუტაზე“ იქნება. ლებრონის წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი ლუკა დონჩიჩია, მისი მთავარი დამხმარე კი — ოსტინ რივზი.

რაც შეეხება მამუკელაშვილს, რეგულარულ სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც ექიმმა, ამ გადაწყვეტილებას ტაში უნდა დავუკრა“ - ესპანელი ექიმი ილიას დაზიანებებს აფასებს
„როგორც ექიმმა, ამ გადაწყვეტილებას ტაში უნდა დავუკრა“ - ესპანელი ექიმი ილიას დაზიანებებს აფასებს