კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, არდა თურანი
Aa
Aa

„ასეთებს ფეხბურთზე არ ვესაუბრები“ - არდამ ლეო კრიშტიანუს შეადარა

ფეხბურთელობის პერიოდში არდა თურანს კარიერის საკმაოდ დიდი ნაწილი ესპანეთის ლა ლიგაში აქვს გატარებული და „ატლეტიკოში“ ასპარეზობისას, როგორც ლიონელ მესის „ბარსელონასთან“, ასევე კრიშტიანუ რონალდუს „რეალთან“ დაპირისპირება რამდენჯერმე მოუწია და ბუნებრივია, თურქი ფეხბურთელი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც არგენტინელი და პორტუგალიელი ფეხბურთელის შესაძლებლობებში ბოლომდე ერკვევა. ყოველივე აქედან გამომდინარე, არდას პასუხი ამ ვარსკვლავების შედარებასთან დაკავშირებით, ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს.

არდა თურანი

რომ გავიგო ამ ფეხბურთელების შედარებისას, ვინმემ უპირატესობა კრიშტიანუს მიანიჭა, მე ასეთ ადამიანთან ფეხბურთზე აღარასოდეს ვისაუბრებ. კი ბატონო, რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მესი უცხოპლანეტელია და ის ყველაზე მაღლა დგას.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არდა თურანმა მწვრთნელობა დაიწყო და ამჟამად დონეცის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელია, სადაც მისი ხელმძღვანელობით ქართველი მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთი ნებისმიერ შემთხვევაში ციფრებს სცდება“ - რონალდო მესისა და მბაპეზე
„ფეხბურთი ნებისმიერ შემთხვევაში ციფრებს სცდება“ - რონალდო მესისა და მბაპეზე