გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„ჩემპიონშიფში თამაში აღარ სურს“ - Watford Observer-ი ჩაკვეტაძეზე წერს

გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში „უოტფორდს“ დატოვებს - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Watford Observer-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ჟურნალისტის, პიტერ დრურის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ „ვიკარეიჯ როუდზე“ ჩაკვეტაძის სამწლიანი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.

რას წერს გამოცემა:

„ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფში კიდევ ერთი სეზონის გატარება აღარ უნდა. ფეხბურთელს სურს, რომელიმე ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გააგრძელოს კარიერა.

„უდინეზესა“ და „უოტფორდს“ შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით (კლუბები მამა-შვილს, ჯამპაოლო და ჯინო პოცოს ეკუთვნის), ჩაკვეტაძეს აქვს შესაძლებლობა, სერია ა-ში მოსინჯოს ძალები და, ამავდროულად, პოცოს ოჯახის საკუთრებაში არსებულ გუნდში ითამაშოს, რაც პერსპექტივაში არც „უოტფორდში“ დაბრუნებას გამორიცხავს.

„უოტფორდმა“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, ჩაკვეტაძე კი გუნდის ბაზაზე არ გამოჩენილა, რაც ასევე მიუთითებს, იმაზე, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს“.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ 2023 წელს „გენტიდან“ იჯარის წესით შეუერთდა, 2024 წლის თებერვალში კი ინგლისურმა კლუბმა ქართველში 2,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში „უდინეზედან“ „უოტფორდში“ იჯარის წესით საქართველოს ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე გადავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიაში მამარდაშვილიცაა, მაგრამ... | იუვენტუსი მეკარეს ეძებს
სიაში მამარდაშვილიცაა, მაგრამ... | იუვენტუსი მეკარეს ეძებს