კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთში | კვირიკაძე პარიზის ფეხბურთელია
18 წლის ქართველი ნახევარმცველი ანდრია კვირიკაძე „პარიზს“ შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„კვირიკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და მისი ტრანსფერი პასუხობს „პარიზის“ სპორტული პროექტის მოთხოვნებს, რაც დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელებით გუნდის დაკომპლექტებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
კვირიკაძე „პარიზთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
???????????????????????? ???????????????????????????????????????? ???????????? ????????????????????????????????⭐️
— Paris FC (@ParisFC) July 1, 2026
Le Paris FC a le plaisir d’annoncer l’arrivée du milieu de terrain géorgien de 18 ans. ????
Le communiqué : https://t.co/kMmX3kqkon#ParisFC #CertifiéParis pic.twitter.com/UldmV2oNaY
ცნობისთვის, „პარიზი“ ლიგა 1-ში შარშან აღზევდა და გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.