ერნანგომესი, ბრისუელა და სხვები - ესპანეთმა შემადგენლობა დაასახელა
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ჩუს მატეომ მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში დანიასა და საქართველოსთან მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 14 კალათბურთელი გამოიძახა.
იზან ალმანსა, რეალი, 8 მატჩი ნაკრებში
ფრანსის ალონსო, ბრეოგანი, 9 მატჩი
ფერან ბასასი, მანრესა, 13 მატჩი
დარიო ბრისუელა, ბარსელონა, 71 მატჩი
ალვარო კარდენასი, ვალენსია, 5 მატჩი
ალბერტო დიასი, მალაგა, 53 მატჩი
უგო გონსალესი, ბოსტონ სელტიკსი, 2 მატჩი
ვილი ერნანგომესი, ბარსელონა, 115 მატჩი
პიერ ორიოლა, მანრესა, 42 მატჩი
ჟოელ პარა, ბარსელონა, 54 მატჩი
ორიოლ პაული, ლეიდა, 17 მატჩი
ხაიმე პრადილია, ვალენსია, 49 მატჩი
მარიო სენ-სუპერი, გონსაგა ბულდოგსი, 13 მატჩი
სანტი იუსტა, სარაგოსა, 29 მატჩი
ესპანეთის ნაკრები 29 ივლისს მადრიდში შეიკრიბება და დანიასთან მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 2 ივლისს ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება. 3 ივლიის კი ჩუს მატეოს გუნდი საქართველოში ჩამოვა, სადაც 5 ივლისს „ჯვაროსნებს“ დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში უკრაინასთან და ესპანეთთან გასამართი მატჩები ელოდება. 2 ივლისს, ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება და სტუმრად ითამაშებს.