იბერია 1999
Aa
Aa

ისტორია დაწერილია - იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა

იბერია 1999-მა ისტორია დაწერა!! დემჩენკოს გუნდმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლარნეს ბარიერი დაძლია, რითიც კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევრო ტურნირზე იასპარეზებს.

საწყის წუთებზე დემჩენკოს გუნდი შედარებით დაბნეული იყო და ლარნე კონტრ-შეტევებზე სახიფათოდ გამოიყურებოდა. ლუსტის კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს ასცდა.

ამის შემდეგ, იბერია გააქტიურდა და სრულ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა. 100%-იანი მომენტი ჰქონდა ნაჭყებიას, რომლის დარტყმაც ფერგიუოსნმა მოიგერია. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში, მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და როგორც იტყვიან „გოლი მწიფდებოდა“. იბერია 1999-ს საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ ხერხდებოდა.

იბერიას მხრიდან მთელი მატჩის განმავლობაში გამორჩეული ბედოშვილი იყო, რომელმაც 74-ე წუთზე შორეული გასროლით ლარნეს კარი აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

სამწუხაროდ, თბილისელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ზუსტად 2 წუთში, ჩრდილოეთ ირლანდიელებმა წონასწორობა აღადგინეს. თავი სიმპსონმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში იბერიას ჰქონდა მომენტები, მაგრამ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

დამატებით ტაიმებში სცენარი არ შეცვლილა. ბურთით მუდმივად იბერია იყო, რამაც შედეგი გამოიღო. 102-ე წუთზე დადიანის დიდებულ პასს სიხარულიშვილის გოლი მოყვა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა და დემჩენკოს გუნდმა ისტორიული მატჩი მოიგო.

ცნობისთვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, იბერია 1999-მა კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი გაინაღდა, ხოლო იქამდე ევროპის ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც ქართული გუნდის მოწინააღმდეგე გლაზგოს რეინჯერსი ან იაგელონია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მისი შეჩერება ვარჯიშზე რთული იყო, კარგ ფორმაშია“ - მარკინიოსი კვარაზე
“მისი შეჩერება ვარჯიშზე რთული იყო, კარგ ფორმაშია“ - მარკინიოსი კვარაზე