ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, მაურისიო რუფი
Aa
Aa

„რუფი თოფურიაზე სახიფათოა“ - ცარუკიანის მწვრთნელმა მომავალ ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი თავის მომდევნო ჩხუბს ბრაზილიელი მაურისიო რუფის წინააღმდეგ გამართავს.

ამასთან დაკავშირებით, ცარუკიანის მწვრთნელმა, მარკოს და მატამ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუფი თოფურიაზე სახიფათო მებრძოლია:

„ყველამ იცის არმანისა და რუფის ძლიერი მხარეები. არმანი ძლიერია ჭიდაობაში, გრაუნდ-ენდ-პაუნდსა და ჯიუ-ჯიცუში, ხოლო რუფი, ცხადია, შესანიშნავი სტრაიკერია.“

„რუფი შეიძლება დივიზიონის ყველაზე საშიში და მრავალმხრივი მებრძოლი იყოს. თოფურია საშიშია, მაგრამ ის ორ-სამ ტექნიკას ეყრდნობა – მაგალითად, გვერდითი დარტყმა კორპუსში, მარჯვენა ოვერჰენდი და, შესაძლოა, კიდევ ერთი ან ორი. რუფი ურტყამს ფეხით, მუხლით, ხელით ორივე მხრიდან... ის იცვლის დგომს, ასრულებს მბრუნავ დარტყმებს ფეხით - ის მართლაც ძალიან საშიშია.“

30 წლის მაურისიო რუფი მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, არმან ცარუკიანი კი მე-2 საფეხურს იკავებს. სომეხი და ბრაზილიელი მებრძოლების ჩხუბი 20 სექტემბერს, UFC 331-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ისევ ნომერ პირველია, დაბრუნდება და ყველას გაანადგურებს“ - თოფურიას მენეჯერის პასუხი
„ილია ისევ ნომერ პირველია, დაბრუნდება და ყველას გაანადგურებს“ - თოფურიას მენეჯერის პასუხი