ფაბიან რუისი და ოქროს ბურთი? - რა თქვა ენრიკემ პსჟ-ის ვარჯიშზე
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ უეფას სუპერთასზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება, ლუის ენრიკეს გუნდმა კი სრული შემადგენლობით პირველად გუშინ ივარჯიშა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, ვარჯიშებს დაუბრუნდნენ უსმან დემბელე, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, უორენ ზაირ-ემერი და ლუკას ერნანდესი, ასევე პსჟ-ის ახალწვეულები მაგნეს აკლიუში და ლუკა დინი, რომლებმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ენრიკეს განკარგულებაშია აშრაფ ჰაკიმიც, რომლის მაროკოც მუნდიალს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.
თუმცა მთავარი ყურადღება ფაბიან რუისის მიმართ იყო მიპყრობილი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ თანაგუნდელები აპლოდისმენტებით დახვდნენ და „საპატიო დერეფანი“ მოუწყვეს. ვარჯიშის დაწყებამდე ფაბიან რუისზე ლუის ენრიკემაც ისაუბრა და, როგორც RMC Sport-ი აღნიშნავს, 30 წლის ესპანელი „ოქროს ბურთის“ მომავალ გამარჯვებულად დაასახელა
„ფაბიანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ორი წლის წინ - ევროპის ჩემპიონატი, ზედიზედ ორჯერ - ჩემპიონთა ლიგა, ერთა ლიგა... „ოქროს ბურთი“ - იხუმრა ენრიკემ.
ცნობისთვის, პსჟ-ასტონ ვილას მატჩი ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.