მთავარი მწვრთნელის რჩეულია | რუმინული გამოცემა მექვაბიშვილის როლზე
რუმინული გამოცემა GSP ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „კრაიოვას’’ შესახებ წერს. სტატიაში ხაზი გასმულია მექვაბიშვილის როლზე, რომელიც გუნდის სასტარტო 11-ეულის შეუცვლელი წევრია.
პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ფილიპე კოელიო როტაციას ხშირად მიმართავს, თუმცა გუნდის ოთხ ფეხბურთელს მუდმივად ენდობა. ეს მოთამაშეები არიან ანზორ მექვაბიშვილი, ნიკუშორ ბანკუ, კარლოს მორა და ალექსანდრე ჩილადუ. ოთხივე ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში გამართულ ათივე შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ მათგან ყველაზე მეტჯერ სასტარტოში ქართველი მოხვდა (10-დან 9-ში).
გასული სეზონის შემდეგ მექვაბიშვილი ათენის აეკ-ს, „ჩიკაგო ფაიერსა’’ და ლიგა 1-ის „ტულუზას’’ დაუკავშირეს, თუმცა როგორც რუმინული მედია აღნიშნავს, „კრაიოვას’’ პრეზიდენტი ფეხბურთელების სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვს, რაც კლუბებს აფრთხობთ.
მიხაი როტარუს მფლობელობაში მყოფი გუნდი საუკეთესო ფორმაში არაა, ბოლო 6-დან 1 მატჩი მოიგო. ოლტენელები ახლა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ კუპს-თან დაპირისპირებისთვის ემზადებიან. თუ ფინურ ბარიერს დაძლევენ, კონფერენს ლიგაზე თამაშს გაინაღდებენ. კუპსი - კრაიოვას მატჩი 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 13 აგვისტოს რუმინეთში გაიმართება.