ერედივიზიეს ტურის საუკეთესო მოთამაშე | Voetbal International-ის სტატია ეგოიანზე
ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის, ერედივიზიეს 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში „ექსელსიორმა'' სტუმრად „კამბური'' გაანადგურა (0:4). ამ შეხვედრაში „ექსელსიორის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ეგოიანმა ანგარიში გახსნა და მეორე გოლისას საგოლე პასი შეასრულა.
ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ს ვერსიით, ირაკლი ეგოიანი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ქართველ შემტევს 8,5 დაუწერა, რაც სტადიონზე მყოფი რეპორტიორის შეფასებისა და Opta-ს სტატისტიკის ერთობლიობაა. საუკეთესო ხუთეული ასეთია:
ირაკლი ეგოიანი - ექსელსიორი - 8.5
ჯივაი ზეხიელი - ფეიენორდი - 8
ნოა ნაუიოკსი - ექსელსიორი - 8
მელე მეულენსტეენი - იგლზი - 8
კალვინ სტენგსი - ალმაარი - 8
Voetbal International-მა ეგოიანს სტატია მიუძღვნა და სტატიაში მოყვანილია ნაწყვეტი ირაკლის ინტერვიუდან, რომელიც მან აღნიშნულ გამოცემას გასულ სეზონში მისცა.
ეგოიანი: "ყოველთვის მქონდა ნიჭი, მაგრამ დიდხანს ქუჩის ფეხბურთელად ვრჩებოდი. გონებით არ ვთამაშობდი, არ ვიყავი ტაქტიკური. ფაქტობრივად, 17 წლამდე მაქსიმუმს არასდროს ვაკეთებდი. ყოველთვის ბევრს ვშრომობდი, მაგრამ საფეხბურთო ნაწილი ყოველთვის არ ვლინდებოდა... ერთი კვირა ძალიან კარგად ვთამაშობდი, მეორე კვირას კი ყველაზე სულელურ რაღაცებს ვაკეთებდი. ძალიან არასტაბილური ვიყავი. ქცევაშიც, 17 წლის შემდეგ უფრო მშვიდი გავხდი. სკოლაში ძალიან მოუსვენარი ბიჭი ვიყავი, რაც ფეხბურთშიც აისახებოდა. ჩემში იყო შფოთვა, შესაძლოა სახლში არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამოც. ახლა უკან რომ ვიხედები, ვისურვებდი სხვანაირად მოვქცეულიყავი, მაგრამ ასე მოხდა. ყველას თავისი გზა აქვს, არა?"