სევილია, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

რაზე ვერ თანხმდებიან სპორტინგი და სევილია - ესპანური პრესა ქოჩორაზე წერს

ესპანური გამოცემა El Desmarque გიორგი ქოჩორაშვილზე წერს და აღნიშნავს, რომ „სევილიასა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე მხარეებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ შესათანხმებელი.

„მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მთავარი პრობლემა ფინანსურ ნაწილს უკავშირდება. „სევილია“ ეძებს ისეთ ვარიანტს, რომელიც დიდ პირველად გადახდას არ ითვალისწინებს, „სპორტინგს“ კი სურს, ქოჩორაშვილთან დამშვიდობებამდე მყარი ფინანსური გარანტიები მიიღოს.

„სევილია“ მზადაა, ქართველი ნახევარმცველი იჯარით აიყვანოს, ერთი სეზონის შემდეგ კი 5.5 მილიონად გამოისყიდოს. ანდალუსიელებს სურთ, რომ გამოსყიდვის ოფცია ქოჩორაშვილის ნათამაშებ დროზე იყოს დამოკიდებული. თავის მხრივ, „სპორტინგი“ კი საიჯარო კონტრაქტში გამოსყიდვის ვალდებულების ჩაწერას მოითხოვს“.

ცნობისთვის, ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ შარშან „ლევანტედან“ შეუერთდა, „ლომებმა“ მასში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ლისაბონური კლუბის ძირითად შემადგებლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ესპანეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

ფოტო: ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეკარეების კოშმარი“ | Givemesport-მა მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა
„მეკარეების კოშმარი“ | Givemesport-მა მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა