პსჟ, ასტონ ვილა, უნაი ემერი
Aa
Aa

“ფავორიტები მაინც ისინი არიან“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის წინ

უეფა-ს სუპერ თასის ფინალში პარი სენ ჟერმენი ასტონ ვილას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბირმინგემული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ემერი:

„ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ასეთი მაღალი დონის მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, ნამდვილი გამოწვევაა. საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში მიყვარს, რადგან ეს უკეთესს მხდის.

ყველაფერს ვიყენებ, რაც ვისწავლე და ყველა გამოცდილებას, რომელიც დამიგროვდა, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესო საკუთარი თავი. ასევე, მიხარია, რომ კლუბში ყველა ცდილობს ჩემს განვითარებას.

ჩვენ ვიბრძოლებთ. საუკეთესო შემადგენლობა არ გვყავს, თუმცა პარიზელებსაც იგივე პრობლემა აქვთ. „პარი სენ-ჟერმენს“ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით დავუპირისპირდებით, მაგრამ ფავორიტები მაინც ისინი არიან.“

ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენისა და ასტონ ვილას დაპირისპირება 12 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები