“მისი შეჩერება ვარჯიშზე რთული იყო, კარგ ფორმაშია“ - მარკინიოსი კვარაზე
უეფა-ს სუპერ თასის ფინალში პარი სენ ჟერმენი ასტონ ვილას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფრანგული გრანდის ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა:
ჟურნალისტი:
კვარაცხელია უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული გეჩვენებათ?
მარკინიოსი:
„დიახ, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას აღდგენისა და მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა. ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ თამაში და მისი შეჩერება რთული იყო. თუმცა პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვერ დავაკისრებთ. ვიცით ჩვენი სათამაშო ფილოსოფია და მწვრთნელის ხედვა. მოედანზე ყველა მნიშვნელოვანია და თითოეულს თავისი როლი აქვს. ბუნებრივია, კვარაცხელიასაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. იმედი გვაქვს, კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს. ეს კარგი იქნება ჩვენთვის, კლუბისა და ჩვენი მიზნებისთვის.
ლუის ენრიკე? ისიც კვარასავით ენერგიულად და ახალი ძალებითაა. მან იცის, როგორ მიაწვდინოს ფეხბურთელებს საკუთარი გზავნილი. ეს ძალიან ამბიციური გზავნილია და ზუსტად იცის, რას ელის ყველასგან სეზონის თითოეულ ეტაპზე. მას ესმის, რომ შესაძლოა სეზონის დაწყებისთანავე მაქსიმალურ ფორმაში ვერ ვიყოთ, მაგრამ ოთხშაბათს ტიტულისთვის უნდა ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოვიგეთ ტიტულები, ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ გამარჯვება და ისტორიის წერა.“
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენისა და ასტონ ვილას დაპირისპირება 12 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.