თოფურიას გუნდი გეიჯისთან დაუყოვნებლივ რევანშს ითხოვს
ჯასტინ გეიჯის განცხადებით, ის ილია თოფურიასთან რევანშის აზრს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც „ელ მატადორის“ კუთხე აიძულა, მეოთხე რაუნდის შემდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. თუმცა, UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გუნდი მსუბუქ და ქვემსუბუქ წონით კატეგორიებში დაუყოვნებლივ განმეორებით ბრძოლას დაჟინებით ითხოვს.
ამის შესახებ ქართველი მებრძოლის მენეჯერმა, მალკი კავამ განაცხადა.
„ჩვენ გვინდა ეს ბრძოლა“, – დაწერა კავამ სოციალურ ქსელში და რევანშის იმპროვიზებული პოსტერი გამოაქვეყნა.
მანამდე მალკი კავა ჯასტინ გეიჯის მენეჯერს, ალი აბდელაზიზს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მისი კლიენტის მარცხი შემთხვევითობა იყო და რევანშში ილია თოფურია მასტერკლასს აჩვენებს და ამერიკელს მაგრად სცემს.
ამასთან ცნობილია, რომ თოფურია მზად იქნება ოქტაგონზე მიმდინარე წლის დეკემბერში დაბრუნდეს, ხოლო გეიჯი ტიტულის დაცვას 2027 წლამდე არ გეგმავს.