ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„შენი კლიენტების 100%-ს გაანადგურებს“ - თოფურიას მენეჯერი აბდელაზიზს დაუპირისპირდა

ილია თოფურიას მენეჯერმა, მალკი კავამ თავისი კლიენტის დაცვა სცადა. რამდენიმე დღის წინ, ისლამ მახაჩევის, ჯასტინ გეიჯისა და უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით იხილავდა UFC-ში უსმანის პირველივე ბრძოლაში ილია თოფურიასთან შეხვედრას და ასევე ამტკიცებდა, რომ ნურმაგომედოვი ქართველი მებრძოლის დამარცხებას შეძლებს.

სწორედ ამ კომენტარს უპასუხა მალკი კავამ და თავის კონკურენტს დაუპირისპირდა. აბდელაზიზმა ეს სიტყვები კამარუ უსმანისა და ჰენრი სეხუდოს ერთობლივ პოდკასტში თქვა:

„გყავს ეს ტიპი, რომელიც ზის იქ თავის ორ კლიენტთან ერთად და ერთ-ერთი მათგანი სწორედ უსმანია,“ - დაწერა კავამ სოციალურ ქსელში. „სხედან და საუბრობენ მის მომავალ მეტოქეზე: „კი, ის ამასაც სცემდა, იმასაც სცემდა“ და „ის ამას იზამს, იმას იზამს“. მოკეტე რა...“

„ილია თოფურია შენი კლიენტების 100 პროცენტს სასტიკად გაანადგურებდა, მათ შორის გეიჯისაც, მასთან კიდევ რომ ეჩხუბა. ის მას სასტიკად ცემდა. ყველამ ვიცით, რომ ილია უკეთესი იყო. მას უბრალოდ ცუდი ღამე ჰქონდა. შენმა ბიჭმა კარგად იჩხუბა. გილოცავთ. შეწყვიტე ამ სხვა სისულელეების გაპიარება. ნამდვილ კლოუნს გავხარ. ჩემი აზრით, ილია თოფურია კვლავინდებურად მსოფლიოს ნომერ პირველი მებრძოლია.“

„გპირდებით, ბიჭებო, როცა ის დაბრუნდება, დაინახავთ, რაც მოხდება,“ - თქვა კავამ. „პედი პიმბლეტი იქნება, ისლამი (მახაჩევი), უსმანი (ნურმაგომედოვი) თუ გეიჯი — არ აქვს მნიშვნელობა ვინ. არ აქვს მნიშვნელობა როდის. თქვენ ნამდვილ მასტერკლასს იხილავთ. აი, რა იქნება ეს. მაგრამ, როცა აგენტი ხარ, ზიხარ შენი კლიენტების პოდკასტზე და ამბობ: „ოჰ, კი, შენ ამ ბიჭთან წააგებ“, ეს იმიტომ ხდება, რომ კულისებს მიღმა ეს ბრძოლა სინამდვილეში არ გინდა.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე ჯასტინ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი სულელია, მტკივნეულად წააგებს“ - ბრედიმ გარიზე ისაუბრა
„ნამდვილი სულელია, მტკივნეულად წააგებს“ - ბრედიმ გარიზე ისაუბრა