„ნამდვილი სულელია, მტკივნეულად წააგებს“ - ბრედიმ გარიზე ისაუბრა
UFC 330-ის საბრძოლო კვირა დაიწყო და ბუნებრივია, ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის ბრძოლის თაობაზე სხვადასხვა კომენტარები კეთდება. მედიის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებით სწორედ ქვესაშუალო დივიზიონის მებრძოლები სარგებლობენ, რომლის საჩემპიონო ბრძოლაც უნდა შედგეს. ამჯერად კი, საკუთარი შეფასება წონითი კატეგორიის მეექვსე ნომერმა შონ ბრედიმ დააფიქსირა და ამერიკელმა ყველასთვის მოულოდნელად მაჩადო გარი მძაფრად გააკრიტიკა.
რას ამბობს ბრედი
არ ვიცი იან გარი მაჩადოს მართლაც მეუღლე აკონტროლებს და ის ადგენს, რა ილაპარაკოს საჯაროდ და რა არა, თუმცა ფაქტია, რომ მას უახლოეს საათებში ფილადელფიაში მოუწევს ჩასვლა - ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პროლეტალურ ქალაქში, სადაც საზოგადოების დაბალი ფენა ცხოვრობს. ირლანდიელი ნამდვილი სულელია და მისი ფანი არასოდეს ვყოფილვარ.
რაც შეეხება მოახლოებულ ბრძოლას, მაჩადო მართლაც მაღალია და გრძელი ხელები აქვს, მაგრამ ისეთი ძლიერი მებრძოლი ნამდვილად არ არის, როგორიც მაიკლ მორალესია. იცით რისი თქმა მსურს? ნოკაუტში ირლანდიელი ვერავის ჩააგდებს. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ მტკინეულად დამარცხდება. ისლამს წინ იოლი ბრძოლა ელის, მაჩადოს პარტერში გადაიყვანს და მტკივნეული ილეთით მოუგებს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის შონ ბრედის კარიერაში ჩატარებული 21 ბრძოლიდან 19 მოგებული აქვს, მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა და ორივე შემთხვევაში ტექნიკურ ნოკაუტში გაგზავნეს - ერთხელ მაიკლ მორალესმა, ერთხელ კი ბელალ მუჰამადმა.