ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ჩაწყობილი იყო“ | ილიას ფანმა და ჰოლოუეიმ გეიჯი-თოფურია განიხილეს

მაქს ჰოლოუეი KICK-ზე ხშირად სტრიმავს და ვიდეოთამაშებით ერთობა. ერთ-ერთი ვიდეოთამაშის თამაშისას „დალოცვილი“ ილია თოფურიას ფანთან მოხვდა და მასთან „ელ მატადორისა“ და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა განიხილა.

ილიას ფანი: „მაქს, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე რა აზრის ხარ?“

ჰოლოუეი: „ვფიქრობდი, რომ გეიჯის გამარჯვება შეეძლო. მეგონა, ლეგ-კიკებით ტკივილს მიაყენებდა და მოიგებდა...“

ილიას ფანი: „გეგონა, რომ მოიგებდა?! ილიას არასდროს წაუგია და ფიქრობდი, რომ დამარცხდებოდა?!“

ჰოლოუეი: „მეგონა, რომ გეიჯის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა არ ვფიქრობდი, რომ გაიმარჯვებდა. შეეძლო, თუმცა არ მეგონა...“

ილიას ფანი: „რა თქმა უნდა, თოფურია ჩვენი თაობის GOAT-ია. შეიძლება მიკერძოებული ვარ, თუმცა...“

ჰოლოუეი: „არა მგონია, მეგობარო...“

ილიას ფანი: „მაქს, მოდი რეალისტები ვიყოთ. სტრაიკინგში, მის წონით დივიზიონში ვერავინ მოუგებს. შენ შეგეძლო, თუმცა...“

ჰოლოუეი: „გეიჯიმ მოუგო...“

ილიას ფანი: „გეიჯი? დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ჩხუბი ჩაწყობილი იყო. სრული სიყალბე იყო“.

ჰოლოუეი: „რა ჯანდაბას გგონია, რომ უყურებ? WWE-ს (რესლინგის ორგანიზაცია, სადაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარაა გადაწყვეტილი)? ეს WWE არ არის, ძმაო“.

ილიას ფანი: „ამ ჩხუბის ყურებისას თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი...“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა გახლდათ და ჯასტინმა მეოთხე რაუნდის ბოლოს მოპოვებული ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. რაუნდებს შორის შესვენებისას ილიას კუთხემ ოქტაგონზე პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის შეწყვეტის ნიშანია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველად 47 წლის შემდეგ | ირაკლი ეგოიანის ექსელსიორის ისტორიული შედეგი
პირველად 47 წლის შემდეგ | ირაკლი ეგოიანის ექსელსიორის ისტორიული შედეგი