ჰარი კეინი, ენტონი გორდონი
Aa
Aa

პირველად 1966 წლის შემდეგ | კეინის და გორდონის საინტერესო სტატისტიკა

2026 წლის მუნდიალის 1/16-ფინალში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკა 2:1 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე ინგლისი აფრიკულ ნაკრებთან არასდროს დამარცხებულა, აფრიკულ ნაკრებს მეათედ დაუპირისპირდა: 6 გამარჯვება, 4 ფრე. 10-დან 3 მატჩი ფლეი-ოფის ეტაპზე გაიმართა, 1990 წელს კამერუნის (3-2), 2022 წელს სენეგალის (3-0) და 2026 წლის მუნდიალზე კონგოს წინააღმდეგ (2:1).

პირველ ტაიმში ინგლისის რვავე დარტყმა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთთან 20-ვე შეხება წყლის შესვენების შემდეგ დაფიქსირდა.

ინგლისი - კონგოს მატჩში ბრაიან სიპენგამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დააწინაურა. 1966 წლის შემდეგ (როცა ინგლისმა ფინალში გერმანია დაამარცხა) ინგლისმა პირველად მოიგო მუნდიალზე მატჩი, რომელშიც პირველმა გაუშვა გოლი.

აფრიკული ქვეყნების მიერ ყველაზე სწრაფად გატანილი გოლები მუნდიალების ფლეი-ოფში:

მე-5 წუთი  - კევინ-პრინს ბოატენგი 2006 წელს აშშ-ის წინააღმდეგ

მე-7 წუთი - ბრაიან სიპენგა დღეს ინგლისის წინააღმდეგ

მე-9 წუთი - აშრაფ დარი 2022 წელს ხორვატიის წინააღმდეგ

1966 წლის შემდეგ ენტონი გორდონი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჰარი კეინი არის ინგლისის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ძირითად დროში მე-75 წუთის შემდეგ ორი გოლი გაიტანა.

ევროპელი ფეხბურთელების მიერ დიდი სანაკრებო ტურნირების ფლეი-ოფის ეტაპზე გატანილი გოლები ევრო 2020-ის შემდეგ:

ჰარი კეინი — 10

კილიან მბაპე — 7

დანი ოლმო - 3

კასპერ დოლბერგი - 3

გონსალო რამოსი - 3

მერვედფინალში ინგლისი მექსიკას დაუპირისპირდება, მატჩი 6 ივლისს, 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა | პარაგვაის მეკარის საოცარი ისტორია
შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა | პარაგვაის მეკარის საოცარი ისტორია