ბეშიქთაშმა სამიზნეები შეარჩია - თურქული მედია ზურიკოზე წერს
ზურიკო დავითაშვილის მიმართ თურქული კლუბების ინტერესზე იანვრის სანტრანსფერო ფანჯრის დროსაც ბევრი იწერებოდა, ახლა კი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ქართველი შემტევის შესაძლო ტრანსფერი ადგილობრივ პრესაში კვლავ აქტუალური თემა გახდა.
ამჯერად სენტ-ეტიენის ქართველი გარემარბის შესახებ თურქული გამოცემა Sözcü წერს. მისი ინფორმაციით, „ბეშიქთაშმა“ სატრანსფერო სამიზნეებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში კლუბი ზურიკო დავითაშვილისა და ლუის ენრიკეს დამატებას შეეცდება.
„თურქეთის თასის ნახევარფინალში მარხის შემდეგ „ბეშიქთაშმა“ მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. პრიორიტეტულ მიმართულებად გარემარბების დამატებაა დასახული და კლუბმა სატრანსფერო სამიზნეებიც უკვე შეარჩია. მარცხენა ფრანგზე ზურიკო დავითაშვილის კანდიდატურა განიხილება, რომლის სანაცვლოდაც „სენტ-ეტიენი“ 20 მილიონ ევროს ითხოვს. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, ამ პოზიციაზე „ინტერის“ ბრაზილიელი შემტევი, ლუის ენრიკე მოიაზრება, რომლის დამატებაც „არწივებს“ იჯარით სურთ“, - წერს გამოცემა და დასძენს, რომ მოლაპარაკებები ორივე ფეხბურთელთან დაკავშირებით მალე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „სენტ-ეტიენმა“ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეიოფში ითამაშებს. ხვალ ზურიკო დავითაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე „როდეზს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.