გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

მიქაუტაძის შედეგიანობის პერიოდი - მარსელინოს მხოლოდ 20 წუთი მოეწონა

გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ჩაატარა - „სევილიასთან“ საშინაო შეხვედრაში, სადაც „ვილიარეალი“ 2:3 დამარცხდა, 25 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზე უკვე საწყის 20 წუთში გოლი და საგოლე გადაცემა იყო. ჩვენთვის სასიხარულო კი გახლდათ ის ფაქტი, რომ „ყვითელი სუბმარინას“ დამრიგებელმა მარსელინო გარსია ტორალმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის მიერ მომზადებულმა ფეხბურთელებმა კარგად მხოლოდ საწყისი 20 წუთი ჩაატარეს, ანუ ზუსტად ის პერიოდი, რა დროშიც გიორგის შედეგიანი ქმედებები ჰქონდა.

მარსელინიო გარსია ტორალი

რთული ასახსნელია რა მოხდა - მატჩი არაჩვეულებრივად დავიწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში რაღაც მოიშალა, მოვდუნდით და მეტოქეს ბურთი დავუთმეთ. სევილიელებმა გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. თუ მთელი მატჩი ვითამაშებდით ისე, როგორც საწყის 20 წუთში ვითამაშეთ, მოვიგებდით, თუმცა ვიასპარეზეთ ისე, როგორც ბოლო 20 წუთში და ამიტომაც დავმარცხდით. მეტოქის თამაშზე დადებითად იმანაც იმოქმედა, რომ ისინი უზომოდ მოტივირებულნი იყვნენ და ამ სამი ქულით ლა ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდეს“.

ცნობისათის, „სევილიასთან“ (2:3) თამაშის გარდა, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ლა ლიგაში გოლს პლუს ასისტი კიდევ სამ შეხვედრაში, „ელჩე“ – „ვილიარეალში“ (1:3), „ვილიარეალი“ – „ესპანიოლში“ (4:1) და „ვილიარეალი“ – „სოსიედადში“ (3:1) მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ვილიარეალის ფეხბურთელების შეფასებები
Sofascore - ცნობილია ვილიარეალის ფეხბურთელების შეფასებები