მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - ვილიარეალი სევილიასთან დამარცხდა
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა სევილიას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
გულშემატკივრებმა შესანიშნავი, მომენტებით დახუნძლული მატჩი იხილეს. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული გიორგი მიქაუტაძე იყო.
ანგარიში მე-13 წუთზე ხერარდ მორენომ გახსნა, რომელსაც საგოლე პასი მიქაუტაძემ მისცა. ზუსტად 7 წუთში სხვაობა ორამდე ქართველმა თავდამსხმელმა გაზარდა, მაგრამ ვილიარეალის სიხარული საკმაოდ ცოტა ხანი გაგრძელდა.
36-ე წუთზე ოსომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სალასმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა.
მეორე ნახევარში კიდევ უფრო მეტი ბრძოლა ვიხილეთ. მარსელინომ ჟორჟი 70-ე წუთზე გაიყვანა და ზუსტად 2 წუთში ადამსმა სევილიასთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.