შენგელიას საგოლე გადაცემა - კაცნაკლული ოფი ლევადიაკოსთან დამარცხდა
ლევან შენგელიას „ოფი“ კონფერენს ლიგაზე გამსვლელი ჯგუფის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „ლევადიაკოსს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
„ოფმა“ მატჩი კარგად დაიწყო და 2:0-საც იგებდა. 37-ე წუთზე მეორე გოლისას საგოლე გადაცემა შენგელიას ანგარიშზეა, რომელმაც სალსედოს კუთხურიდან გაატანინა. თუმცა სტუმრები ტაიმის მიწურულს კაცნაკლულნი დარჩნენ და ამის შემდეგ, თამაშს სრულად „ლევადიაკოსი“ აკონტროლებდა.
90-ე წუთზე შენგელიამ საჰაერო ორთაბრძოლის დროს წესები დაარღვია და „ოფის“ კარში პენალტი დაინიშნა. არბიტრმა შეხვედრას 12 წუთი დაამატა. „ლევადიაკოსმა“ ამ დროში მატჩის შემობრუნება შეძლო და 3:2 მოიგო.
„ოფმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. მომდევნო შეხვედრას (ბოლო ტური) 17 მაისს შინ „ვოლოსთან“ გამართავენ.
აქვე გეტყვით, რომ შენგელია ამ სეზონში საბერძნეთის თასის მფლობელი გახდა. მისმა გუნდმა ფინალში რაზვან ლუჩესკუს გაწვრთნილი პაოკ-ი დაამარცხა. 30 წლის ქართველი შემტევი პაოკ-ის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფინალური მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.
მიმდინარე სეზონში შენგელიამ „ოფის“ რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.