ლევან შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ბრწყინვალე თამაში | პაოკ-თან გამარჯვებით საბერძნეთის თასი მოიგო

ლევან შენგელია საბერძნეთის თასის მფლობელია. მისმა გუნდმა ოფი-მ ფინალში რაზვან ლუჩესკუს გაწვრთნილი პაოკ-ი დაამარცხა.  30 წლის ქართველი შემტევი პაოკ-ის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ მის აქტივში გოლი და საგოლე პასი არაა, სამივე გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ძირითად დროში გატანილი ორივე გოლი შენგელიას აქტიურობას მოჰყვა, პირველი დამატებითი დროის მიწურულს კი მისი აქტიურობის შემდეგ პაოკ-ის მოთამაშეს ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა, რომელიც შენგელიას თანაგუნდელმა გამოიყენა და ამ გოლით პაოკ-მა თასი აღმართა.

Transfermarkt-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 30 წლის ფეხბურთელისთვის ეს კარიერაში რიგით მეორე ტიტულია, 2019 წელს დინამო თბილისთან ერთად საქართველოს ჩემპონატი მოიგო.

მიმდინარე სეზონში შენგელიამ საბერძნეთის თასის გათამაშების 9 მატჩიდან 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია. ორივე შედეგიანი მოქმედება ჯგუფურ ეტაპზე კავალას წინააღმდეგ შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა  | ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია
    ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა | ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია