მარტინესი: საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ, რონალდუს სათამაშო დონე არ დავარდნილა
რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს თამაშის ხარისხი „ალ-ნასრში“ ტრანსფერის შემდეგ არ გაუარესებულა.
„კრიშტიანუს კვლავ აქვს გამარჯვების უდიდესი სურვილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ მისი დონე დაეცა. ის განსაკუთრებულად კარგად თამაშობს და პორტუგალიის ნაკრებისთვის თავისი მნიშვნელობა დაამტკიცა.
მისი ვნება არ ნელდება ყველა წარმატებისა და მიღწევის შემდეგაც კი და გამარჯვების ასეთი დაუოკებელი წყურვილი ნამდვილად შთამბეჭდავია.
მაგრამ მხოლოდ მიღწევები არ არის საკმარისი ეროვნულ გუნდში ადგილის გარანტირებულად მისაღებად. ასევე საჭიროა გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ის კაპიტანია და უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია, რაც მის განსაკუთრებულ ნიჭზე მეტყველებს, მას ზუსტად ისეთივე ვალდებულებები აქვს, როგორიც ნაკრების ნებისმიერ სხვა მოთამაშეს“,
- განუცხადა DPA-ს პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.