რობერტ ლევანდოვსკი, ხულიან ალვარესი, ჟოაო პედრო
Aa
Aa

ბარსას N1 სამიზნე ჟოაო პედრო გახდა - ალვარესი პსჟ-ში?

„ბარსელონამ“ შესაძლოა ხულიან ალვარესის ნაცვლად ჟოაო პედრო დაიმატოს, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის შეცვლის. პოლონელის წასვლა უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიდი ხნის განმავლობაში შეტევის გასაძლიერებლად კატალონიელთა მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ ახლა კლუბი შესაძლოა სხვა ვარიანტებზე გადაერთოს, რადგან არგენტინელის ტრანსფერთან დაკავშირებით სირთულეები წარმოიშვა.

დასტურდება, რომ „ბლაუგრანა“ მზად იყო ალვარესში დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ პსჟ-ს კიდევ უფრო დიდი თანხის შეთავაზება შეუძლია. მადრიდელები შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მოთამაშეს ვერ შეინარჩუნებენ, მაგრამ ამჯობინებენ, ის პირდაპირ კონკურენტს არ მიყიდონ.

ახლა „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი კონცენტრირებულია „ჩელსის“ თავდამსხმელის, ჟოაო პედროს კანდიდატურაზე, მისი ტრანსფერი 70 მილიონ ევროდ ფასდება. კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ ბრაზილიელის წარმომადგენლებს და ყველანაირად ეცდებიან მის დამატებას – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სეზონის ბოლოს ლონდონური კლუბი ევროთასებზე გასვლას ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჟოაო პედრომ 34 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები