ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარამ გაიტანა - პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონია

ლიგა 1-ის 33-ე ტურში პსჟ სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. რის შემდეგაც, ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

ისტორიაში რიგით მე-14 ჩემპიონობის გამფორმებელი გოლებიდან პირველის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც 29-ე წუთზე უსმან დემბელეს ჩაჭრისა და პასის შემდეგ, ერთი-ერთზე იდეალურად დაარტყა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ჯამში კვარამ 72 წუთი ითამაშა და მის ნაცვლად შეხვედრაში გონსალუ რამუში ჩაერთო. ისევე როგორც მთლიანად პსჟ-ს, კვარაცხელიასაც მომენტებით დახუნძლული მატჩი არ ჰქონია. ლუის ენრიკემ ძალების დაზოგვითა და ყველანაირი რისკის გარეშე გეგმა შეასრულა და მთავარ კონკურენტს მისსავე მოედანზე მოუგო.

შეხვედრაში წერტილი 94-ე წუთზე 18 წლის იბრაჰიმ მბაიემ დასვა.

ხვიჩასთვის ეს ლიგა 1-ში გატანილი მე-8 გოლი იყო.

პსჟ ბოლო ტურის შეხვედრას 17 მაისს თანაქალაქელ „პარიზთან“ გამართავენ. 30 მაისს კი ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალთან“ წლის მატჩი ელით.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები