ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლამინ იამალი
Aa
Aa

Givemesport-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | ხვიჩა წინ მიიწევს

ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრანგებმა 5:4 მოიგეს, „ოქროს ბურთის“ საკუთარი რეიტინგი განაახლა. ხვიჩა კვარაცხელია წინა რეიტინგში მეშვიდე იყო, ახლა კი 3 პოზიციით დაწინაურდა.

„როდესაც მოედანზე გადის, ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრების მოხიბვლას ყოველთვის ახერხებს. ქართველი ჯადოქარი 1-1-ზე თამაშის ნამდვილი ოსტატია და მეტოქე გუნდების განაპირა მცველებს შიშის ზარს სცემს. თუმცა, ის მხოლოდ საოცარი დრიბლიორი არ არის.

კვარაცხელიას უკვე 25-ზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს და დიდი შანსია, კვლავ გადამწყვეტი როლი შეასრულოს იმაში, რომ პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს.

სამწუხაროდ, ხვიჩას ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ, რამაც შესაძლოა მისი შანსები საგრძნობლად შეამციროს“, — წერს ბრიტანული გამოცემა.

ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ლამინ იამალს (მესამე), ჰარი კეინს (მეორე) და უსმან დემბელეს (პირველი) ჩამორჩება. 

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 44 მატჩში 18 გოლი და 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლანსი - პსჟ | იქნება თუ არა კვარა ძირითადში
ლანსი - პსჟ | იქნება თუ არა კვარა ძირითადში